arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • იქთიოლოგია

                                                                                                                                                                                                fry - ლიფსიტები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'fry' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                თევზების ახალგამოჩეკილი ნაშიერები ან მოზარდეული.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'fry' (3.12.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                salmon fry ორაგულის ლიფსიტები

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'fry' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                fugu - ფუგუ

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'fugu' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მუცელნემსასებრთა ოჯახის (Tetraodontidae fam.) ზოგიერთი შხამიანი თევზის საერთო სახელწოდება. სხეულის გარკვეული ნაწილები შეიცავს ტეტროდოტოქსინს. იაპონიაში იჭმება ამ ნაწილების მოშორების შემდეგ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'fugu' (3.12.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                Gadidae - ვირთევზასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Gadidae' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ვირთევზასნაირთა რიგის (Gadiformes ord.) ზღვის თევზების ოჯახი Gadidae fam. აქვთ უეკლო ფარფლები, ზოგიერთ სახეობას – სამი ზურგისა და ორი ანალური ფარფლი. ტიპურად, მუცლის ფარფლები განლაგებულია მკერდის ფარფლები წინ. ნიკაპზე, ჩვეულებრივ, აქვთ ულვაში. რამდენიმე სახეობას მნიშვნელოვანი სარეწაო მნიშვნელობა აქვს. გავრცელებული არიან ატლანტისა და წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილების ცივ და ზომიერ წყლებში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Gadidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                gadoid - ვირთევზასებრი, ვირთევზას მსგავსი

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'gadoid' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ვირთევზასებრთა ოჯახში შემავალი ან მასთან დაკავშირებული.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'gadoid' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                Galaxiidae - გალაქსიისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Galaxiidae' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'გალაქსიისებრნი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 2, 1977, გვ. 633

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გალაქსიისნაირთა რიგის (Galaxiiformes ord.) მტკნარი წყლის თევზების ოჯახი Galaxiidae fam. ძირითადად წვრილი, თითქმის მილისებრი და უქერცლო სხეულის მქონე თევზებია. ზურგის ფარფლი განლაგებულია უკანა ნაწილში, მომრგვალებულ კუდის ფარფლთან ახლოს. უმეტესად ცხოვრობენ და მრავლდებიან მტკნარ წყალში, მაგრამ ზოგიერთი სახეობა ქვირითის დასაყრელად ესტუარებში გადადის. გავრცელებული არიან მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროს გრილ წყლებში, მათ შორის ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკასა და ფოლკლენდის კუნძულებზე.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Galaxiidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 443 ტერმინი