Galaxiidae - გალაქსიისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი'გალაქსიისებრნი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 2, 1977, გვ. 633
განმარტება
გალაქსიისნაირთა რიგის (Galaxiiformes ord.) მტკნარი წყლის თევზების ოჯახი Galaxiidae fam. ძირითადად წვრილი, თითქმის მილისებრი და უქერცლო სხეულის მქონე თევზებია. ზურგის ფარფლი განლაგებულია უკანა ნაწილში, მომრგვალებულ კუდის ფარფლთან ახლოს. უმეტესად ცხოვრობენ და მრავლდებიან მტკნარ წყალში, მაგრამ ზოგიერთი სახეობა ქვირითის დასაყრელად ესტუარებში გადადის. გავრცელებული არიან მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროს გრილ წყლებში, მათ შორის ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკასა და ფოლკლენდის კუნძულებზე.