placoid scale - პლაკოიდური ქერცლი, კანის კბილი

არსებითი სახელი

ტერმინის წყარო:

'placoid scales' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'dermal denticles' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

განმარტება:

ქერცლის ტიპი, რომელიც წარმოადგენს ზვიგენების მკვრივი კანის საფრის ძირითად ნაწილს. შედგება მყარი ფუძისგან, რომელიც კანშია ჩაზრდილი, და ეკლოვანი გამონაზარდისგან (წვეტი); ისინი დაფარულია ვიტროდენტინით. ქერცლი გარეთ და უკან არის გამოშვერილი და სწორედ ნაშვერები განაპირობებენ ზვიგენის კანის სიუხეშეს. ქერცლის ძირითადი ნაწილი შედგება დენტინისგან, რომელიც გარს აკრავს ცენტრალურ პულპურ ღრუს. ძვლიანი თევზების ქერცლისგან განსხვავებით, პლაკოიდური ქერცლი გარკვეული ზომის მიღწევის შემდეგ ზრდას წყვეტს და ახალი ქერცლები წარმოიქმნება ცხოველი ზომაში ზრდის შემდეგ.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'placoid scale', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

ინგლისური სინონიმები:

  • dermal denticles
უკან დაბრუნება