Gasterosteidae - მახათასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვიგანმარტება
მახათასნაირთა რიგის (Gasterosteiformes ord.) ზღვისა და მტკნარი წყლის თევზების ოჯახი Gasterosteidae fam. აქვთ მცირე ზომა, პატარა პირი, პატარა ფარფლები, ბასრი ეკლები ზურგის ფარფლის წინ. სხეული უქერცლოა, მაგრამ გვერდებზე შეიძლება ჰქონდეთ ძვლოვანი ფირფიტების რიგები. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ წყლებში.