arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • იქთიოლოგია

                                                                                                                                                                                                extrabranchial - ექსტრაბრანქიალური, ლაყუჩგარეთა

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'extrabranchial' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სალაყუჩე რკალის გარეთ განლაგებული.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'extrabranchial' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                finlet - პატარა ფარფლი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'finlet' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ერთი სხივისგან შემდგარი ან უსხივო იზოლირებული ფარფლი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'finlet' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                fin ray - აქტინოტრიქიუმი, კერატოტრიქიუმი, ფარფლის სხივი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'fin ray' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                წვრილი ღეროს მსგავსი საყრდენი თევზის ფარფლის აპკისა. არის ხრტილის, ძვლოვანი ბოჭკოს ან ძვლისგან შემდგარი წარმონაქმნი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'fin ray', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Pleuronectiformes - კამბალასნაირნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Pleuronectiformes' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'კამბალასნაირნი', ა. ჯანაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 5, 1980, გვ. 343

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სხივფარფლიანთა კლასის (Actinopterygii cls.) ზღვის თევზების რიგი Pleuronectiformes ord. აქვთ ძლიერ შებრტყელებული და ასიმეტრიული სხეული. თვალები განლაგებულია სხეულის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. ახლად გამოჩეკილ ლიფსიტას ნორმალური, სიმეტრიული თევზის ფორმა აქვს, მაგრამ როდესაც დაახლოებით 2 სმ სიგრძეს მიაღწევენ, უჩვეულო ფორმის მიღებას იწყებენ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Pleuronectiformes', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                flatfish

                                                                                                                                                                                                European flounder - დასავლეთევროპული კამბალა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'flounder' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კამბალასებრთა ოჯახის (Pleuronectidae fam.) თევზი Platichthys flesus.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Platichthys flesus' (3.12.2025), R. Froese, D. Pauly, FishBase
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 290 ტერმინი