epibranchial - ეპიბრანქიალური, ლაყუჩზედა
ზედსართავი სახელიგანმარტება
სალაყუჩე რკალის ზედა ნაწილში განლაგებული.
კონტექსტი
epibranchial organ ეპიბრანქიალური ორგანო, ლაყუჩზედა ორგანო
სალაყუჩე რკალის ზედა ნაწილში განლაგებული.
epibranchial organ ეპიბრანქიალური ორგანო, ლაყუჩზედა ორგანო
წყვილადი დივერტიკული ზოგიერთი მიკროფაგური თევზის ხახის უკანა მხარეს. ლაყუჩის ფხაჭებით ამ ორგანოში ხდება მცირე ზომის საკვების, ძირითადად პლანქტონის, შეკავება; შემდეგ ის ლორწოში მოიყრის თავს და საყლაპავში გადადის.
ქარიყლაპიასნაირთა რიგის (Esociformes ord.) მტკნარი წყლის თევზების ოჯახი Esocidae fam. აქვთ წაგრძელებული სხეული, დიდი პირი მრავალი ბასრი კბილით. ანალური და ზურგის ფარფლები განლაგებულია სხეულის უკანა ნაწილში, კუდთან ახლოს. მოზრდილი ქარიყლაპიები აგრესიული, მარტოხელა ინდივიდები არიან. ბინადრობენ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
ქარიყლაპიასებრთა ოჯახის (Esocidae fam. ) თევზების ერთადერთი გვარი Esox gen.
სარღანისნაირთა / ზღვისქარიყლაპიასნაირთა რიგის (Beloniformes ord.) ზღვის თევზების ოჯახი Exocoetidae fam. ზურგისა და ანალური ფარფლები განლაგებულია სხეულის უკანა ნაწილში, ორად გაყოფილ კუდის ფარფლთან ახლოს. უმეტესობას აქვს ძალიან დიდი მკერდის ფარფლები, რომელთა საშუალებითაც შეუძლიათ წყლის ზედაპირიდან 10 მეტრამდე აფრენა და 100 მეტრზე გადაფრენა. გავრცელებული არიან ატლანტის, ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში.