Exocoetidae - მფრინავი თევზისებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Exocoetidae' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'მფრინავი თევზისებრნი', მ. დემეტრაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 10, 1986, გვ. 235

განმარტება:

სარღანისნაირთა / ზღვისქარიყლაპიასნაირთა რიგის (Beloniformes ord.) ზღვის თევზების ოჯახი Exocoetidae fam. ზურგისა და ანალური ფარფლები განლაგებულია სხეულის უკანა ნაწილში, ორად გაყოფილ კუდის ფარფლთან ახლოს. უმეტესობას აქვს ძალიან დიდი მკერდის ფარფლები, რომელთა საშუალებითაც შეუძლიათ წყლის ზედაპირიდან 10 მეტრამდე აფრენა და 100 მეტრზე გადაფრენა. გავრცელებული არიან ატლანტის, ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Exocoetidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
'მფრინავი თევზისებრნი', მ. დემეტრაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 10, 1986, გვ. 235

ინგლისური სინონიმები:

  • flying fish
უკან დაბრუნება