Esocidae - ქარიყლაპიასებრნი, წერისებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Esocidae' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ქარიყლაპიასებრნი', ვ. შარვაშიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 10, 1986, გვ. 490

განმარტება:

ქარიყლაპიასნაირთა რიგის (Esociformes ord.) მტკნარი წყლის თევზების ოჯახი Esocidae fam. აქვთ წაგრძელებული სხეული, დიდი პირი მრავალი ბასრი კბილით. ანალური და ზურგის ფარფლები განლაგებულია სხეულის უკანა ნაწილში, კუდთან ახლოს. მოზრდილი ქარიყლაპიები აგრესიული, მარტოხელა ინდივიდები არიან. ბინადრობენ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Esocidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება