Galaxiidae - გალაქსიისებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Galaxiidae' (3.12.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'გალაქსიისებრნი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 2, 1977, გვ. 633

განმარტება:

გალაქსიისნაირთა რიგის (Galaxiiformes ord.) მტკნარი წყლის თევზების ოჯახი Galaxiidae fam. ძირითადად წვრილი, თითქმის მილისებრი და უქერცლო სხეულის მქონე თევზებია. ზურგის ფარფლი განლაგებულია უკანა ნაწილში, მომრგვალებულ კუდის ფარფლთან ახლოს. უმეტესად ცხოვრობენ და მრავლდებიან მტკნარ წყალში, მაგრამ ზოგიერთი სახეობა ქვირითის დასაყრელად ესტუარებში გადადის. გავრცელებული არიან მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროს გრილ წყლებში, მათ შორის ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკასა და ფოლკლენდის კუნძულებზე.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Galaxiidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება