arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ადრეული და სკოლამდელი განათლება

                                                                                                                                                                                                learning skills - სასწავლო უნარები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების გზა და სტილი. სასწავლო უნარები მოიცავს:ყურადღების კონცენტრირებას, შემოქმედობითობასა და გამომგონებლობას, პრობლემის გადაჭრას, სიმბოლურ აზროვნებას, გააზრებასა და ინტერპრეტაციას, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევას.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                სასწავლო უნარები – გულისხმობს ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების გზასა და სტილს.

                                                                                                                                                                                                early literacy - ადრეული წიგნიერება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მოიაზრებს მცირე ასაკში ბავშვის სხვადასხვა სახის ტექსტთან ურთიერთობას, რაც კოგნიტური, სოციო-ემოციური თვალსაზრისით ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                მიმართულება, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ადრეული წიგნიერების განვითარებას, ბავშვის ინტერესის დაკმაყოფილებას წიგნსა და მხატვრულ ნაწარმოებებთან მიმართებით.

                                                                                                                                                                                                physical environment - ფიზიკური გარემო

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულების შიდა და გარე სივრცეების მოწყობა (ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის) უნივერსალური დიზაინის პრინციპების გათვალისწინებით. ფიზიკური გარემოს მოწყობა ემსახურება თითოეული ბავშვის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნას.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: ალელიშვილი ნ., ჯანელიძე ა., ჯიჯავაძე ნ., კუხალეიშვილი თ., გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი, გაეროს ბავშვთა ფონდი, თბილისი, 2019, გვ. 50.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                დაწესებულების ფიზიკური გარემო ნაცნობია თითოეული ბავშვისთვის…

                                                                                                                                                                                                self-esteem - თვითშეფასება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ეს არის ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, როგორ აფასებს საკუთარ თავსა და ქცევას – დადებითად თუ უარყოფითად, აგრეთვე საკუთარი თავის რწმენასა და იმედს, რომ წარმატებული იქნება ამა თუ იმ საქმიანობაში ან სხვებთან ურთიერთობის დროს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ასე პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით ყალიბდება ბავშვის თვითშეფასება იმ სოციალური გარემოს თანამონაწილეობით, რომელშიც ის იზრდება.

                                                                                                                                                                                                self-management - თვითმართვა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გულისხმობს ბავშვის მიერ საკუთარი ქცევებისა და ემოციების მართვის უნარს. ამაში მოიაზრება სტრესული სიტუაციების დაძლევა, იმედგაცრუებისა და მარცხის გადატანა, ნებისყოფის გამომუშავება ყოველდღიური საქმიანობითა და წესების დაცვით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                საბავშვო ბაღში არსებული პოზიტიური სოციალური კლიმატი ხელს უწყობს ბავშვებში თვითმართვისა და თვითდისციპლინის კომპეტენციების გამომუშავებას.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ალელიშვილი ნ., ჯანელიძე ა., ჯიჯავაძე ნ., კუხალეიშვილი თ., გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი, გაეროს ბავშვთა ფონდი, თბილისი, 2019, გვ. 6.
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 60 ტერმინი