arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ადრეული და სკოლამდელი განათლება

                                                                                                                                                                                                developmental reading - განმავითარებელი კითხვა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'განმავითარებელი კითხვა', თ. პაჭკორია, ინკლუზიური განათლება – ცნებები და ტერმინები, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, თბილისი, 2011, გვ. 9.

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სისტემატური, მიზანმიმართული ვარჯიში კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'განმავითარებელი კითხვა', თ. პაჭკორია, ინკლუზიური განათლება – ცნებები და ტერმინები, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, თბილისი, 2011, გვ. 9.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                განმავითარებელი კითხვა ასევე გულისხმობს სავარჯიშოებს წერასა და წარმოთქმაში.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                თ. პაჭკორია, ინკლუზიური განათლება – ცნებები და ტერმინები, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, თბილისი, 2011, გვ. 10.

                                                                                                                                                                                                distractibility - გაფანტულობა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'გაფანტულობა', თ. პაჭკორია, ინკლუზიური განათლება – ცნებები და ტერმინები, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, თბილისი, 2011, გვ. 10.

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ყურადღების კონცენტრირების პრობლემა, რომელიც ვლინდება გონების სწრაფ გადართვაში სხვადასხვა უმნიშვნელო და არალოგიკურ მოვლენებზე.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'გაფანტულობა', თ. პაჭკორია, ინკლუზიური განათლება – ცნებები და ტერმინები, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, თბილისი, 2011, გვ. 10.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                გაფანტულობა და უყურადღებობა ჩვეულებრივ დამახასიათებელია ბავშვებისთვის, რომელთა ნერვული სისტემა სუსტი და ინერტულია.

                                                                                                                                                                                                gifted children - ნიჭიერი ბავშვები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ნიჭიერი ბავშვები', თ. პაჭკორია, ინკლუზიური განათლება ცნებები – და ტერმინები, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, თბილისი, 2011, გვ. 22.

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბავშვები, რომელთაც ახასიათებთ განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობები; შემოქმედებითი აზროვნების კარგად განვითარებული უნარი; ლიდერობისა და მართვის უნარი; აბსტრაქციის კარგად განვითარებული უნარი; კარგად განვითარებული ფსიქომოტორული უნარები; ინტერესების ფართო სპექტრი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ნიჭიერი ბავშვები', თ. პაჭკორია, ინკლუზიური განათლება ცნებები – და ტერმინები, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, თბილისი, 2011, გვ. 22.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვანია განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვისთვის, რომელიც თავადაც ვითარდება და სხვა ბავშვების თავისებურებების მიღებასაც სწავლობს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:

                                                                                                                                                                                                learning environment - სასწავლო გარემო

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'სასწავლო გარემო', თ. პაჭკორია, ინკლუზიური განათლება – ცნებები და ტერმინები, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, თბილისი, 2011, გვ. 25.

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გარემო, რომელშიც შექმნილია პირობები და მობილიზებულია ყველა ადამიანური და მატერიალური რესურსი მოსწავლის სწავლისა და განათლებისთვის.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'სასწავლო გარემო', თ. პაჭკორია, ინკლუზიური განათლება – ცნებები და ტერმინები, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, თბილისი, 2011, გვ. 25.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                სასწავლო გარემო ფართო ცნებაა, რომლის ჩამოყალიბებაზეც გავლენას ახდენს:  მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობები; დამკვიდრებული ღირებულებები და წესები; ფიზიკური გარემო.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                school environment

                                                                                                                                                                                                learning disability - სწავლის უნარის დარღვევა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'სწავლის უნარის დარღვევა', თ. პაჭკორია, ინკლუზიური განათლება – ცნებები და ტერმინები, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, თბილისი, 2011, გვ. 30.

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციით გამოწვეული კითხვის, წერისა და მათემატიკური უნარების განვითარების სიძნელეები. სწავლის უნარის დარღვევა ვლინდება ინფორმაციის შენახვის, გადამუშავებისა და ახალი ინფორმაციის წარმოების დარღვევის სახით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'სწავლის უნარის დარღვევა', თ. პაჭკორია, ინკლუზიური განათლება – ცნებები და ტერმინები, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, თბილისი, 2011, გვ. 30.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ისევე, როგორც ყველა დარღვევას, სწავლის უნარის დარღვევასაც ბევრი ინდივიდუალური თავისებურება აქვს. არ არსებობს ამ დარღვევის მქონე ორი ერთნაირი ადამიანი, თუმცა აქვთ საერთო მახასიათებლები.

                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 60 ტერმინი