arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ადრეული და სკოლამდელი განათლება

                                                                                                                                                                                                integrated teaching - ინტეგრირებული სწავლება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                ალელიშვილი ნ., ჯანელიძე ა., ჯიჯავაძე ნ., კუხალეიშვილი თ., გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი, გაეროს ბავშვთა ფონდი, თბილისი, 2019, გვ. 1.

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბავშვის სწავლისა და განვითარების ხელშეწყობა ისეთი მეთოდებითა და სტრატეგიებით, რომლებიც ცოდნას არ ანაწევრებს საგნებად, შესაბამისად, სრულად არის ბავშვზე ფოკუსირებული და ხელს უწყობს მრავალფეროვანი კომპეტენციების, მათ შორის, საგნობრივის (მაგ.: მათემატიკის, წიგნიერების,ხელოვნების), ერთდროულად განვითარებას.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                ალელიშვილი ნ., ჯანელიძე ა., ჯიჯავაძე ნ., კუხალეიშვილი თ., გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი, გაეროს ბავშვთა ფონდი, თბილისი, 2019, გვ. 1.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ბავშვზე ორიენტირებული ადრეული განათლების პროცესი... ეფუძნება ინტეგრირებული სწავლების პრინციპებს

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ალელიშვილი ნ., ჯანელიძე ა., ჯიჯავაძე ნ., კუხალეიშვილი თ., გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი, გაეროს ბავშვთა ფონდი, თბილისი, 2019, გვ. 4.

                                                                                                                                                                                                best interests of the child - ბავშვის საუკეთესო ინტერესები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                ალელიშვილი ნ., ჯანელიძე ა., ჯიჯავაძე ნ., კუხალეიშვილი თ., გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი, გაეროს ბავშვთა ფონდი, თბილისი, 2019, გვ.18.

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ცნება, რომელიც მოიაზრებს ბავშვის უფლებების რეალიზებისა და მისი ჰოლისტური განვითარების უზრუნველყოფისთვის კონკრეტულ სიტუაციაში ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებას/გარემოებების შექმნას. ბავშვის საუკეთესო ინტერესი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვის ინდივიდუალური გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით განისაზღვრება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                ალელიშვილი ნ., ჯანელიძე ა., ჯიჯავაძე ნ., კუხალეიშვილი თ., გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი, გაეროს ბავშვთა ფონდი, თბილისი, 2019, გვ.18.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით, უპირველესად გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ალელიშვილი ნ., ჯანელიძე ა., ჯიჯავაძე ნ., კუხალეიშვილი თ., გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი, გაეროს ბავშვთა ფონდი, თბილისი, 2019, გვ.16.

                                                                                                                                                                                                resilience - მედეგობა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                ალელიშვილი ნ., ჯანელიძე ა., ჯიჯავაძე ნ., კუხალეიშვილი თ., გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი, გაეროს ბავშვთა ფონდი, თბილისი, 2019, გვ.18.

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                იმ დამოკიდებულებებისა და უნარების ერთობლიობა, რომელიც ადამიანს სირთულეებსა და სტრესულ გარემოებებთან გამკლავებაში ეხმარება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                ალელიშვილი ნ., ჯანელიძე ა., ჯიჯავაძე ნ., კუხალეიშვილი თ., გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი, გაეროს ბავშვთა ფონდი, თბილისი, 2019, გვ.18.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ბავშვისს მედეგობის ხელშეწყობა სკოლამდელი განათლების პროფესიო-ნალების მნიშვნელოვანი მიზანია.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ალელიშვილი ნ., ჯანელიძე ა., ჯიჯავაძე ნ., კუხალეიშვილი თ., გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი, გაეროს ბავშვთა ფონდი, თბილისი, 2019, გვ. 25.

                                                                                                                                                                                                self-reflection - თვითრეფლექსია

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                ნ. ალელიშვილი, ა. ჯანელიძე, ნ. ჯიჯავაძე, თ. კუხალეიშვილი, გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი. თბილისი: გაეროს ბავშვთა ფონდი, 2019, გვ.105

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                საკუთარი ქცევის, მოსაზრებებისა და დამოკიდებულებების ანალიზისა და შეფასების პროცესი, რომელიც ინდივიდს საკუთარი ხედვის კრიტიკულად და განსხვავებული პერსპექტივიდან შეფასებაში ეხმარება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                ნ. ალელიშვილი, ა. ჯანელიძე, ნ. ჯიჯავაძე, თ. კუხალეიშვილი, გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი. თბილისი: გაეროს ბავშვთა ფონდი, 2019, გვ.105.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                თვითრეფლექსიის შედეგად ჩვენი პოზიციები და არგუმენტები უფრო ნათელი და მყარი ხდება.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ნ. ალელიშვილი, ა. ჯანელიძე, ნ. ჯიჯავაძე, თ. კუხალეიშვილი, გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი, თბილისი: გაეროს ბავშვთა ფონდი, 2019, გვ.110.

                                                                                                                                                                                                child-centered education - ბავშვზე ორიენტირებული განათლება, ბავშვზე ცენტრირებული განათლება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                ალელიშვილი ნ., ჯანელიძე ა., ჯიჯავაძე ნ., კუხალეიშვილი თ., გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი, გაეროს ბავშვთა ფონდი, თბილისი, 2019, გვ. 3.

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მიდგომა, რომელიც ბავშვს განათლების პროცესისა და გარემოს ცენტრალურ ფიგურად მოიაზრებს. ბავშვზე ორიენტირებული განათლება ხელს უწყობს ბავშვების განვითარებას, მათი საუკეთესო ინტერესების დაცვას. 

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: ალელიშვილი ნ., ჯანელიძე ა., ჯიჯავაძე ნ., კუხალეიშვილი თ., გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი, გაეროს ბავშვთა ფონდი, თბილისი, 2019, გვ. 19.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ბავშვზე ორიენტირებული განათლება ბავშვს პარტნიორად და განათლების პროცესის ყველა ეტაპის თანამონაწილედ მოიაზრებს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                ალელიშვილი ნ., ჯანელიძე ა., ჯიჯავაძე ნ., კუხალეიშვილი თ., გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი, გაეროს ბავშვთა ფონდი, თბილისი, 2019, გვ. 28.
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 60 ტერმინი