arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ადრეული და სკოლამდელი განათლება

                                                                                                                                                                                                caregiver-pedagogue - აღმზრდელ-პედაგოგი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'აღმზრდელ-პედაგოგი', (09.04.2025), საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს), მუხლი 3. ტერმინთა განმარტება. 

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პირი, რომელიც დაწესებულებაში სააღმზრდელო-პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'აღმზრდელ-პედაგოგი', (09.04.2025), საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს), მუხლი 3. ტერმინთა განმარტება. 

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                აღმზრდელ-პედაგოგის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:

                                                                                                                                                                                                caregiver - აღმზრდელი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პირი, რომელიც აღმზრდელ-პედაგოგს ეხმარება და სააღმზრდელო ფუნქციებს ახორციელებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს, რომ დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი და სხვა პერსონალი ფლობდნენ და იყენებდნენ არაძალადობრივი მოპყრობისა და აღზრდის მეთოდებს.

                                                                                                                                                                                                early education - ადრეული აღზრდა და განათლება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ადრეული აღზრდა და განათლება', (09.04.2025), საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს), მუხლი 3. ტერმინთა განმარტება.

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                დაბადებიდან 2 წლამდე (ადრეული) ასაკის ბავშვისთვის და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომელიც მოიცავს: მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლებასა და მხარდაჭერას, აღნიშნული ასაკის ბავშვზე ზრუნვის დაწესებულების, ჯანმრთელობის დაცვის, კვების, ჰიგიენისა და სანიტარიული უსაფრთხოების, ბავშვთა ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების მომსახურებებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ადრეული აღზრდა და განათლება', (09.04.2025), საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს), მუხლი 3. ტერმინთა განმარტება.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი შედგება ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის, კურიკულუმის ექსპერტის, კვების დარგში ექსპერტისა და სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ექსპერტისგან.

                                                                                                                                                                                                preschool education - სკოლამდელი აღზრდა და განათლება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'სკოლამდელი აღზრდა და განათლება', (09.04.2025), საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს), მუხლი 3. ტერმინთა განმარტება.

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                2 წლის ასაკიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვის ყოველმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად მისთვის მიწოდებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურება; სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სავალდებულო კომპონენტია სასკოლო მზაობის პროგრამა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'სკოლამდელი აღზრდა და განათლება', (09.04.2025), საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს), მუხლი 3. ტერმინთა განმარტება.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ... ხელს უწყობს ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'სკოლამდელი აღზრდა და განათლება', (09.04.2025), საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს), მუხლი 8. საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში.

                                                                                                                                                                                                school readiness programme - სასკოლო მზაობის პროგრამა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'სასკოლო მზაობის პროგრამა', (09.04.2025), საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს), მუხლი 3. ტერმინთა განმარტება.

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის საფუძველზე მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ამ სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'სასკოლო მზაობის პროგრამა', (09.04.2025), საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს), მუხლი 3. ტერმინთა განმარტება.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                სასკოლო მზაობის პროგრამის ხანგრძლივობაა დღეში 3 საათი.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს), მუხლი 21. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სასწავლო-სააღმზრდელო წლისა და დღის ხანგრძლივობა.
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 61 ტერმინი