arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • ადრეული და სკოლამდელი განათლება

                                                                                                                                                                                                institution - დაწესებულება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                დაწესებულებაში სწავლების ენა არის ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:

                                                                                                                                                                                                inclusive education - ინკლუზიური განათლება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ინკლუზიური განათლება', (09.04.2025), საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს), მუხლი 3. ტერმინთა განმარტება.

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                საგანმანათლებლო მიდგომა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს დაწესებულებაში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მიუხედავად ბავშვების ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'ინკლუზიური განათლება', (09.04.2025), საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს), მუხლი 3. ტერმინთა განმარტება.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით ამზადებს საგანმანათლებლო რესურსების სიასა და მეთოდოლოგიურ რესურსებს და უზრუნველყოფს ამ რესურსების მუნიციპალიტეტებისთვის ხელმისაწვდომობას.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს),მუხლი 8. საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში.

                                                                                                                                                                                                violence - ძალადობა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                პირის მიერ ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ზემოქმედებით ან იძულებით, აგრეთვე უგულებელყოფით (დაუდევარი მოპყრობით), რომელიც პირდაპირი განზრახვით ან/და განზრახვის გარეშე განხორციელდა/ხორციელდება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                დაწესებულებაში ბავშვის მიმართ ნებისმიერი ძალადობა აკრძალულია.

                                                                                                                                                                                                secondary material - მეორადი მასალა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                საგანმანათლებლო რესურსის ტიპი,  რომელიც ერთხელ უკვე გამოიყენეს სხვა დანიშნულებით და შესაძლებელია მისი გამოყენება მეორადად საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე (მაგ.: ღილები, თასმები, ქსოვილები, ძველი ჟურნალ-გაზეთები,  პლასტმასის ან ქაღალდის კონტეინერები და სხვ.)

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                აღმზრდელ-პედაგოგი სტანდარტული სათამაშოების, საკანცელარიო ინვენტარისა და სხვა რესურსების გარდა, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში რეგულარულად იყენებს ღია, მეორად და ბუნებრივ მასალებსა და რესურსებს.

                                                                                                                                                                                                teaching method - სწავლების მეთოდი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მასალის მიწოდების სისტემატური  საშუალება, რომელიც გულისხმობს აღმზრდელ-პედაგოგის მიერ ბავშვისთვის ცოდნის, უნარ-ჩვევების გადაცემის ხერხებს, რომლის შედეგადაც ვითარდება ბავშვის შემეცნებითი ნიჭი, ყალიბდება მსოფლმხედველობა და საფუძველი ეყრება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მათ მომზადებას. სწავლების მეთოდები მჭიდროდაა დაკავშირებული სწავლების შინაარსთან. აღმზრდელ-პედაგოგი სასწავლო მასალის შინაარსის მიხედვით  განსაზღვრავს სწავლების მეთოდებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                აღმზრდელ-პედაგოგი სასწავლო პროგრამის, სწავლების მეთოდების, აქტივობების შერჩევისას და სამოქმედო გეგმების შედგენისას ითვალისწინებს  თითოეული ბავშვის ასაკს, განვითარების დონეს, საჭიროებებს, შესაძლებლობებსა და ინტერესებს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 60 ტერმინი