teaching method - სწავლების მეთოდი
ტერმინის წყარო:
'სწავლების მეთოდი', (10.04.2025), საქართველოს მთავრობის დადგენილება №478 აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ, მუხლი 2. ტერმინთა განმარტება.
განმარტება:
მასალის მიწოდების სისტემატური საშუალება, რომელიც გულისხმობს აღმზრდელ-პედაგოგის მიერ ბავშვისთვის ცოდნის, უნარ-ჩვევების გადაცემის ხერხებს, რომლის შედეგადაც ვითარდება ბავშვის შემეცნებითი ნიჭი, ყალიბდება მსოფლმხედველობა და საფუძველი ეყრება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მათ მომზადებას. სწავლების მეთოდები მჭიდროდაა დაკავშირებული სწავლების შინაარსთან. აღმზრდელ-პედაგოგი სასწავლო მასალის შინაარსის მიხედვით განსაზღვრავს სწავლების მეთოდებს.
განმარტების წყარო:
'სწავლების მეთოდი', (10.04.2025), საქართველოს მთავრობის დადგენილება №478 აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ, მუხლი 2. ტერმინთა განმარტება.
კონტექსტი:
აღმზრდელ-პედაგოგი სასწავლო პროგრამის, სწავლების მეთოდების, აქტივობების შერჩევისას და სამოქმედო გეგმების შედგენისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ასაკს, განვითარების დონეს, საჭიროებებს, შესაძლებლობებსა და ინტერესებს.
კონტექსტის წყარო:
საქართველოს მთავრობის დადგენილება №478 აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ, მუხლი 6. აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლები.