inclusive education - ინკლუზიური განათლება
ტერმინის წყარო:
'ინკლუზიური განათლება', (09.04.2025), საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს), მუხლი 3. ტერმინთა განმარტება.
განმარტება:
საგანმანათლებლო მიდგომა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს დაწესებულებაში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მიუხედავად ბავშვების ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.
განმარტების წყარო:
'ინკლუზიური განათლება', (09.04.2025), საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს), მუხლი 3. ტერმინთა განმარტება.
კონტექსტი:
ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით ამზადებს საგანმანათლებლო რესურსების სიასა და მეთოდოლოგიურ რესურსებს და უზრუნველყოფს ამ რესურსების მუნიციპალიტეტებისთვის ხელმისაწვდომობას.
კონტექსტის წყარო:
საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს),მუხლი 8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში.