early education - ადრეული აღზრდა და განათლება
ტერმინის წყარო:
'ადრეული აღზრდა და განათლება', (09.04.2025), საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს), მუხლი 3. ტერმინთა განმარტება.
განმარტება:
დაბადებიდან 2 წლამდე (ადრეული) ასაკის ბავშვისთვის და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომელიც მოიცავს: მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლებასა და მხარდაჭერას, აღნიშნული ასაკის ბავშვზე ზრუნვის დაწესებულების, ჯანმრთელობის დაცვის, კვების, ჰიგიენისა და სანიტარიული უსაფრთხოების, ბავშვთა ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების მომსახურებებს.
განმარტების წყარო:
'ადრეული აღზრდა და განათლება', (09.04.2025), საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს), მუხლი 3. ტერმინთა განმარტება.
კონტექსტი:
ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი შედგება ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის, კურიკულუმის ექსპერტის, კვების დარგში ექსპერტისა და სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ექსპერტისგან.
კონტექსტის წყარო:
'ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი' (09.04.2025), განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი