learning disability - სწავლის უნარის დარღვევა
ტერმინის წყარო:
'სწავლის უნარის დარღვევა', თ. პაჭკორია, ინკლუზიური განათლება – ცნებები და ტერმინები, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, თბილისი, 2011, გვ. 30.
განმარტება:
ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციით გამოწვეული კითხვის, წერისა და მათემატიკური უნარების განვითარების სიძნელეები. სწავლის უნარის დარღვევა ვლინდება ინფორმაციის შენახვის, გადამუშავებისა და ახალი ინფორმაციის წარმოების დარღვევის სახით.
განმარტების წყარო:
'სწავლის უნარის დარღვევა', თ. პაჭკორია, ინკლუზიური განათლება – ცნებები და ტერმინები, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, თბილისი, 2011, გვ. 30.
კონტექსტი:
ისევე, როგორც ყველა დარღვევას, სწავლის უნარის დარღვევასაც ბევრი ინდივიდუალური თავისებურება აქვს. არ არსებობს ამ დარღვევის მქონე ორი ერთნაირი ადამიანი, თუმცა აქვთ საერთო მახასიათებლები.
კონტექსტის წყარო:
'როგორ დავეხმაროთ დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებს? – ინტერვიუ სპეციალისტთან' (17.04.2025), დედამ იცის