early literacy - ადრეული წიგნიერება
ტერმინის წყარო:
'ადრეული წიგნიერება', (17.04.2025) საქართველოს მთავრობის დადგენილება №488 ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, დანართი 1, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, მუხლი 4. ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტი.
განმარტება:
მოიაზრებს მცირე ასაკში ბავშვის სხვადასხვა სახის ტექსტთან ურთიერთობას, რაც კოგნიტური, სოციო-ემოციური თვალსაზრისით ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'რა როლის აქვს ადრეულ წიგნიერებას ბავშვის განვითარებაში? – ინტერვიუ სპეციალისტთან' (17.04.2025), დედამ იცის
კონტექსტი:
მიმართულება, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ადრეული წიგნიერების განვითარებას, ბავშვის ინტერესის დაკმაყოფილებას წიგნსა და მხატვრულ ნაწარმოებებთან მიმართებით.
კონტექსტის წყარო:
საქართველოს მთავრობის დადგენილება №488 ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, დანართი 1, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, მუხლი 4. ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტი.