holistic development - ჰოლისტური განვითარება
არსებითი სახელიგანმარტება
თვითაქტუალიზაციისა და სწავლის პროცესი, რომელიც მოიცავს ინდივიდის ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და სულიერ ზრდას კომპლექსურად. ბავშვის მრავალმხრივი / ჰოლისტური განვითარება გულისხმობს მათი ემოციური, ფიზიკური, ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ურთიერთობების საჭიროებების თანხვედრას.
კონტექსტი
აღმზრდელ-პედაგოგი აღმზრდელთან ერთად თითოეულ ბავშვზე დაკვირვებასა და შეფასებას იყენებს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისა და მოდიფიცირებისთვის, თითოეული ბავშვის მრავალმხრივი და ჰოლისტური განვითარებისთვის.