cycloid scale - ციკლოიდური ქერცლი, მომრგვალებული ქერცლი
არსებითი სახელიგანმარტება
ქერცლის ტიპი, რომელსაც დაკბილული გამონაზარდები არ აქვს და გარშემო მთლიანად გლუვია.
ქერცლის ტიპი, რომელსაც დაკბილული გამონაზარდები არ აქვს და გარშემო მთლიანად გლუვია.
ქორჭილასნაირთა რიგის (Perciformes ord.) თევზების ოჯახი Cyclopteridae fam. მსხვილი, თითქმის მომრგვალო და მოკლე სხეულის მქონე თევზებია, აქვთ უქერცლო კანი, რომელზეც ძვლოვანი ეკლების მრავალი რიგია. ზურგის მეორე და ანალური ფარფლები მოკლეა. მუცლის ფარფლები გარდაქმნილია მისაწოვრებად, რაც დამახასიათებელი ნიშანია ოჯახისათვის. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანისა და ანტარქტიკის ცივ წყლებში.
კობრისნაირთა რიგის (Cypriniformes ord.) თევზების ოჯახი Cyprinidae fam. სახეობების რაოდენობის მიხედვით, თევზების ყველაზე დიდი ოჯახია. მოიცავს მტკნარი წყლისა და ზღვის თევზებს, რომლებსაც ტიპურად აქვთ საკმაოდ წაგრძელებული სხეული, ზურგის ერთი ფარფლი ნამდვილი სხივების გარეშე, ორად გაყოფილი კუდის ფარფლი, უკბილო ყბები (თუმცა ხახის კბილები შეიძლება ჰქონდეთ). მათი სიგრძე მერყეობს 3 სმ-დან (Rasbora maculata) 1,6 მ-მდე (Barbus tor). ბევრი სახეობა სარეწაო მნიშვნელობისაა, პოპულარულებია მეთევზეებშიც. არის მრავალი აკვარიუმის სახეობაც. გავრცელებულებულები არიან თითქმის მთელ მსოფლიოში, მაგრამ არ გვხვდებიან სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, მადაგასკარზე, ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და ახალ ზელანდიაში.
სხივფარფლიანთა კლასის (Actinopterygii cls.) თევზების რიგი Cypriniformes ord. ტიპური მტკნარი წყლის მაცხოვრებლები არიან, მათ ფარფლებს არ აქვთ ნამდვილი სხივები, ზურგის ერთი ფარფლი ჩვეულებრივ მდებარეობს შუა ნაწილში, მუცლის ფარფლების საპირისპიროდ. ზოგიერთ ოჯახში წარმოდგენილია ცხიმის ფარფლიც.
კობრისკბილასნაირთა რიგის (Cyprinodontiformes ord.) თევზების ოჯახი Cyprinodontidae fam. მცირე ზომის, მტკნარი წყლის, ნახევრად მლაშე და ზღვის თევზებია. აქვთ ზურგის ერთი ფარფლი, სხეული ბოლოვდება ამოკვეთილი ან მომრგვალებული კუდის ფარფლით. გვერდითი ხაზი არ აქვთ. ყბები კბილიანია. ცნობილია, რომ რამდენიმე სახეობა შედის ნახევრად მლაშე წყალში ან ზღვაშიც კი (მ. შ. Fundulus heteroclitus). გავრცელებული არიან მსოფლიოს უმეტეს ტროპიკულ მტკნარ წყალსატევებში.