arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                Cyprinodontiformes - კობრისკბილასნაირნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Cyprinodontiformes' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სხივფარფლიანთა კლასის (Actinopterygii cls.) თევზების რიგი Cyprinodontiformes ord. მათი კუდის ფარფლი სიმეტრიულია, გვერდითი ხაზი შედგება სხეულის გასწვრივ ჩაღრმავებული ქერცლებისგან.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Cyprinodontiformes', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                common dab - ლიმანდა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'dab' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კამბალასებრთა ოჯახის (Pleuronectidae fam.) თევზი Limanda limanda.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Limanda limanda' (26.11.2025), R. Froese, D. Pauly, FishBase

                                                                                                                                                                                                Danio - დანიო

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'danio' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'Данио', თ. გოგმაჩაძე, თევზების ნომენკლატურა (რუსულ-ქართულ-ლათინური). ბათუმი: აჭარა, 2018, გვ. 106

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კობრისებრთა ოჯახის (Cyprinidae fam.) თევზების გვარი Danio gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'danio' (26.11.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                Dasyatidae - ბოლოქაცვიასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Dasyatidae' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ზღვის არწივისნაირთა რიგის (Myliobatiformes ord.) თევზების ოჯახი Dasyatidae fam. ზომიერი და თბილი წყლების თევზებია, სახეობების უმეტესობა ზღვის ბინადარია, მაგრამ რამდენიმე გვხვდება მტკნარ წყლებშიც. კუდზე ერთი ან ორი ეკალი აქვთ. ამ ეკლებით მიყენებული ჭრილობა შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს. ზურგის ფარფლები, ჩვეულებრივ, არ აქვთ. თავი მკერდის ფარფლებისგან გამოყოფილი არ არის. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Dasyatidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                denticle - ეკალი, კბილი, კბილანა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'denticle' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მრავალ თევზში, დენტინისგან წარმოქმნილი ქერცლი, რომელსაც აქვს პულპური ღრუ და წააგავს კბილს. ფირფიტლაყუჩიანებში (Elasmobranchii) ისინი ფარავენ მთელ სხეულს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'denticle', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 8209 ტერმინი