Cyprinidae - კობრისებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Cyprinidae' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'კობრისებრნი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 5, 1980, გვ. 567

განმარტება:

კობრისნაირთა რიგის (Cypriniformes ord.) თევზების ოჯახი Cyprinidae fam. სახეობების რაოდენობის მიხედვით, თევზების ყველაზე დიდი ოჯახია. მოიცავს მტკნარი წყლისა და ზღვის თევზებს, რომლებსაც ტიპურად აქვთ საკმაოდ წაგრძელებული სხეული, ზურგის ერთი ფარფლი ნამდვილი სხივების გარეშე, ორად გაყოფილი კუდის ფარფლი, უკბილო ყბები (თუმცა ხახის კბილები შეიძლება ჰქონდეთ). მათი სიგრძე მერყეობს 3 სმ-დან (Rasbora maculata) 1,6 მ-მდე (Barbus tor). ბევრი სახეობა სარეწაო მნიშვნელობისაა, პოპულარულებია მეთევზეებშიც. არის მრავალი აკვარიუმის სახეობაც. გავრცელებულებულები არიან თითქმის მთელ მსოფლიოში, მაგრამ არ გვხვდებიან სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, მადაგასკარზე, ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და ახალ ზელანდიაში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Cyprinidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება