Cyprinodontidae - კობრისკბილასებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Cyprinodontidae' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'კობრისკბილასებრნი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 5, 1980, გვ. 567

განმარტება:

კობრისკბილასნაირთა რიგის (Cyprinodontiformes ord.) თევზების ოჯახი Cyprinodontidae fam. მცირე ზომის, მტკნარი წყლის, ნახევრად მლაშე და ზღვის თევზებია. აქვთ ზურგის ერთი ფარფლი, სხეული ბოლოვდება ამოკვეთილი ან მომრგვალებული კუდის ფარფლით. გვერდითი ხაზი არ აქვთ. ყბები კბილიანია. ცნობილია, რომ რამდენიმე სახეობა შედის ნახევრად მლაშე წყალში ან ზღვაშიც კი (მ. შ. Fundulus heteroclitus). გავრცელებული არიან მსოფლიოს უმეტეს ტროპიკულ მტკნარ წყალსატევებში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Cyprinodontidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება