ctenoid scale - ქტენოიდური ქერცლი
არსებითი სახელიგანმარტება
ქერცლის ტიპი, რომელსაც უკანა ან გარე სეგმენტზე მრავალი მცირე ზომის დაკბილული გამონაზარდი აქვს.
ქერცლის ტიპი, რომელსაც უკანა ან გარე სეგმენტზე მრავალი მცირე ზომის დაკბილული გამონაზარდი აქვს.
სკუმბრიასნაირთა რიგის (Scombriformes ord.) ზღვის თევზების ოჯახი Trichiuridae fam. ძალიან გრძელი და წვრილი სხეულის მქონე თევზებია, კუდი ბოლოში ძლიერ ვიწროვდება ან პატარა, ორად გაყოფილი ფარფლით არის წარმოდგენილი. დიდ პირს აქვს ძლიერი, ეშვისებრი კბილები. ზურგის ფარფლი გრძელია, მაგრამ სხვა ფარფლები ცუდად არის განვითარებული. სახეობების უმეტესობა ბინადრობს ოკეანის ზედა რამდენიმე ასეულ მეტრში. გავრცელებული არიან მსოფლიოს მასშტაბით, ტროპიკულ და ზომიერ ზღვებში.
ქერცლის ტიპი, რომელსაც დაკბილული გამონაზარდები არ აქვს და გარშემო მთლიანად გლუვია.
ქორჭილასნაირთა რიგის (Perciformes ord.) თევზების ოჯახი Cyclopteridae fam. მსხვილი, თითქმის მომრგვალო და მოკლე სხეულის მქონე თევზებია, აქვთ უქერცლო კანი, რომელზეც ძვლოვანი ეკლების მრავალი რიგია. ზურგის მეორე და ანალური ფარფლები მოკლეა. მუცლის ფარფლები გარდაქმნილია მისაწოვრებად, რაც დამახასიათებელი ნიშანია ოჯახისათვის. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანისა და ანტარქტიკის ცივ წყლებში.
კობრისნაირთა რიგის (Cypriniformes ord.) თევზების ოჯახი Cyprinidae fam. სახეობების რაოდენობის მიხედვით, თევზების ყველაზე დიდი ოჯახია. მოიცავს მტკნარი წყლისა და ზღვის თევზებს, რომლებსაც ტიპურად აქვთ საკმაოდ წაგრძელებული სხეული, ზურგის ერთი ფარფლი ნამდვილი სხივების გარეშე, ორად გაყოფილი კუდის ფარფლი, უკბილო ყბები (თუმცა ხახის კბილები შეიძლება ჰქონდეთ). მათი სიგრძე მერყეობს 3 სმ-დან (Rasbora maculata) 1,6 მ-მდე (Barbus tor). ბევრი სახეობა სარეწაო მნიშვნელობისაა, პოპულარულებია მეთევზეებშიც. არის მრავალი აკვარიუმის სახეობაც. გავრცელებულებულები არიან თითქმის მთელ მსოფლიოში, მაგრამ არ გვხვდებიან სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, მადაგასკარზე, ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და ახალ ზელანდიაში.