arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • იქთიოლოგია

                                                                                                                                                                                                Dasyatidae - ბოლოქაცვიასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Dasyatidae' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ზღვის არწივისნაირთა რიგის (Myliobatiformes ord.) თევზების ოჯახი Dasyatidae fam. ზომიერი და თბილი წყლების თევზებია, სახეობების უმეტესობა ზღვის ბინადარია, მაგრამ რამდენიმე გვხვდება მტკნარ წყლებშიც. კუდზე ერთი ან ორი ეკალი აქვთ. ამ ეკლებით მიყენებული ჭრილობა შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს. ზურგის ფარფლები, ჩვეულებრივ, არ აქვთ. თავი მკერდის ფარფლებისგან გამოყოფილი არ არის. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Dasyatidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                denticle - ეკალი, კბილი, კბილანა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'denticle' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მრავალ თევზში, დენტინისგან წარმოქმნილი ქერცლი, რომელსაც აქვს პულპური ღრუ და წააგავს კბილს. ფირფიტლაყუჩიანებში (Elasmobranchii) ისინი ფარავენ მთელ სხეულს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'denticle', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                placoid scale - პლაკოიდური ქერცლი, კანის კბილი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'placoid scales' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'dermal denticles' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქერცლის ტიპი, რომელიც წარმოადგენს ზვიგენების მკვრივი კანის საფრის ძირითად ნაწილს. შედგება მყარი ფუძისგან, რომელიც კანშია ჩაზრდილი, და ეკლოვანი გამონაზარდისგან (წვეტი); ისინი დაფარულია ვიტროდენტინით. ქერცლი გარეთ და უკან არის გამოშვერილი და სწორედ ნაშვერები განაპირობებენ ზვიგენის კანის სიუხეშეს. ქერცლის ძირითადი ნაწილი შედგება დენტინისგან, რომელიც გარს აკრავს ცენტრალურ პულპურ ღრუს. ძვლიანი თევზების ქერცლისგან განსხვავებით, პლაკოიდური ქერცლი გარკვეული ზომის მიღწევის შემდეგ ზრდას წყვეტს და ახალი ქერცლები წარმოიქმნება ცხოველი ზომაში ზრდის შემდეგ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'placoid scale', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                dermal denticles

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                giant devil ray - გიგანტური ზღვის არწივი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'devil fish' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'devil ray' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მანტისებრთა ოჯახის (Mobulidae fam.) თევზი Mobula mobular.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Mobula mobular' (26.11.2025), R. Froese, D. Pauly, FishBase

                                                                                                                                                                                                diadromous - გამსვლელი, დიადრომული

                                                                                                                                                                                                ზედსართავი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'diadromous' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ზღვიდან მდინარეში ან მდინარიდან ზღვაში მიგრაცია რომ ახასიათებს (ითქმის თევზის შესახებ).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'diadromous' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 443 ტერმინი