Trichiuridae - კუდბაწარასებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Trichiuridae' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

განმარტება:

სკუმბრიასნაირთა რიგის (Scombriformes ord.) ზღვის თევზების ოჯახი Trichiuridae fam. ძალიან გრძელი და წვრილი სხეულის მქონე თევზებია, კუდი ბოლოში ძლიერ ვიწროვდება ან პატარა, ორად გაყოფილი ფარფლით არის წარმოდგენილი. დიდ პირს აქვს ძლიერი, ეშვისებრი კბილები. ზურგის ფარფლი გრძელია, მაგრამ სხვა ფარფლები ცუდად არის განვითარებული. სახეობების უმეტესობა ბინადრობს ოკეანის ზედა რამდენიმე ასეულ მეტრში. გავრცელებული არიან მსოფლიოს მასშტაბით, ტროპიკულ და ზომიერ ზღვებში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Trichiuridae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

ინგლისური სინონიმები:

  • cutlassfishes
უკან დაბრუნება