arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • იქთიოლოგია

                                                                                                                                                                                                cavefish - მღვიმის თევზი, ამბლიოფსისი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'cavefish' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                Amblyopsidae-ს ოჯახის თევზების საერთო სახელწოდება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'cavefish' (26.11.2025), The American Heritage Dictionary of the English Language. London: HarperCollins Publishers LLC

                                                                                                                                                                                                Centrarchidae - მზის ქორჭილასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Centrarchidae' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მზის ქორჭილასნაირთა რიგის (Centrarchiformes ord.) მტკნარი წყლის თევზების ოჯახი Centrarchidae fam. საკმაოდ დიდი ოჯახია. ორი შეერთებული ზურგის ფარფლიდან პირველი ძლიერ ეკლიანია, კუდის ფარფლი მცირედაა ამოკვეთილი. დიდი სახეობები 8 კგ მასას აღწევენ. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნახევარში. ზოგიერთი ინტროდუცირებულია ევროპის მდინარეებში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Centrarchidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                sunfish

                                                                                                                                                                                                Chaetodontidae - ანგელოზთევზასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Chaetodontidae' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქირურგისნაირთა რიგის (Acanthuriformes ord.) ზღვის თევზების ოჯახი Chaetodontidae fam. აქვთ მაღალი, თითქმის დისკოს ფორმის სხეული, პატარა, გამოსაწევი პირი, წვრილი კბილები ყბებზე, ერთი უწყვეტი ზურგის ფარფლი და მომრგვალებული ან ამოკვეთილი კუდის ფარფლი. ოჯახი მოიცავს მრავალ ლამაზ, კაშკაშა ფერის სახეობას, რომლებიც ძალიან პოპულარულია ზღვის აკვარიუმების მოყვარულებში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Chaetodontidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Channa - გველთავა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Channa' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გველთავასებრთა ოჯახის (Channidae fam.) თევზების გვარი Channa gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Channa' (26.11.2025), ScienceDirect.com

                                                                                                                                                                                                Channidae - გველთავასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Channidae' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ანაბასისნაირთა რიგის (Anabantiformes ord.) თევზების ოჯახი Channidae fam. ტროპიკული, მტკნარი წყლის თევზებია, აქვთ წაგრძელებული სხეული, გველის მსგავსი თავი, ძალიან გრძელი ზურგისა და ანალური ფარფლები, მომრგვალებული კუდისა და მკერდის ფარფლები, ქვედა ყბა ზედაზე წინ არის გამოწეული. დამხმარე სასუნთქი ორგანოები საშუალებას აძლევთ, გარკვეული ხნით წყლის გარეშე გაძლონ. გავრცელებული არიან ტროპიკულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Channidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 443 ტერმინი