Characidae - ქარაცინისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Characidae' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება:
ქარაცინისნაირთა რიგის (Characiformes ord.) მტკნარი წყლის თევზების ოჯახი Characidae fam. დიდი ოჯახია. უმეტესობა პატარა ზომისაა, ზოგი ძალიან ფერადოვანი. აქვთ ერთი ზურგის ფარფლი, ხშირად პატარა ცხიმის ფარფლიც, ორად გაყოფილი კუდის ფარფლი და ზოგჯერ ზურგის ფარფლზე დიდი ანალური ფარფლი. ბევრი სახეობა ძალიან პოპულარული აკვარიუმის თევზია. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Characidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020