arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • იქთიოლოგია

                                                                                                                                                                                                chinook salmon - ჩავიჩა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'chinook salmon' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ორაგულისებრთა ოჯახის (Salmonidae fam.) თევზი Oncorhynchus tshawytscha.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Oncorhynchus tshawytscha' (26.11.2025), R. Froese, D. Pauly, FishBase

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                king salmon

                                                                                                                                                                                                Chondrostei - ხრტილოვანი განოიდები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Chondrostei' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ხრტილოვანი განოიდები', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 11, 1987, გვ. 509

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სხივფარფლიანთა კლასის (Actinopterygii cls.) თევზების ქვეკლასი Chondrostei subcls. აქვთ ნაწილობრივ ხრტილოვანი ჩონჩხი, ჰეტეროცერკალური კუდი, საშხეფი და ნაწლავის სპირალური სარქველი. ნამარხი რიგების გარდა, მოიცავს ორ არსებულ რიგს: ზუთხისნაირნი (Acipenseriformes) და მრავალფარფლასნაირნი (Polypteriformes).

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Chondrostei', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                chum salmon - კეტა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'chum' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ორაგულისებრთა ოჯახის (Salmonidae fam.) თევზი Oncorhynchus keta.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Oncorhynchus keta' (26.11.2025), R. Froese, D. Pauly, FishBase

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                chum, dog salmon

                                                                                                                                                                                                Cichla - ციქლა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Cichla' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ციქლასებრთა ოჯახის (Cichlidae fam.) თევზების გვარი Cichla gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Cichla' (26.11.2025), Integrated Taxonomic Information System

                                                                                                                                                                                                Cichlidae - ციქლასებრნი, ციქლიდები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Cichlidae' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ციქლასნაირთა რიგის (Cichliformes ord.) მტკნარი წყლის თევზების ოჯახი Cichlidae fam. აქვთ მაღალი სხეული, ერთი უწყვეტი ზურგის ფარფლი, რომელიც ზოგჯერ ძალიან მაღალია ან დაბალია. ბევრი სახეობა აკვარიუმის პოპულარული თევზია, რადგან ფერადი, ადვილად საყოლი და საინტერესო ქცევითი თვისებების მქონენი არიან. უმეტესობა გვხვდება აფრიკაში, მაგრამ ასევე არიან სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთსა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Cichlidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 443 ტერმინი