arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • იქთიოლოგია

                                                                                                                                                                                                Characidae - ქარაცინისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Characidae' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქარაცინისნაირთა რიგის (Characiformes ord.) მტკნარი წყლის თევზების ოჯახი Characidae fam. დიდი ოჯახია. უმეტესობა პატარა ზომისაა, ზოგი ძალიან ფერადოვანი. აქვთ ერთი ზურგის ფარფლი, ხშირად პატარა ცხიმის ფარფლიც, ორად გაყოფილი კუდის ფარფლი და ზოგჯერ ზურგის ფარფლზე დიდი ანალური ფარფლი. ბევრი სახეობა ძალიან პოპულარული აკვარიუმის თევზია. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Characidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Chiasmodon - ქიაზმოდონი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Chiasmodon' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქიაზმოდონისებრთა ოჯახის (Chiasmodontidae fam.) თევზების გვარი Chiasmodon gen.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Chiasmodon' (26.11.2025), Integrated Taxonomic Information System

                                                                                                                                                                                                chimaera - ქიმერა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'chimaera' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქიმერისებრთა ოჯახის (Chimaeridae fam.) თევზების საერთო სახელწოდება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'chimaera' (26.11.2025), Merriam-Webster Dictionary. Springfield: Merriam-Webster, Inc.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                ratfish

                                                                                                                                                                                                Chimaeridae - ქიმერისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Chimaeridae' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქიმერისნაირთა რიგის (Chimaeriformes ord.) ზღვის თევზების ოჯახი Chimaeridae fam. აქვთ დიდი თვალები, მოკლე და მომრგვალებული დინგი, ძლიერ შევიწროებული სხეულით, რომელიც ბოლოვდება წვრილი, ძაფისებრი კუდით. ორი ზურგის ფარფლიდან პირველს წინა მხარეს დიდი ეკალი აქვს. მკერდის ფარფლები დიდი და ფრთისებრია. გავრცელებული არიან მსოფლიოს მასშტაბით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Chimaeridae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Chimaeriformes - ქიმერები, ქიმერისნაირნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Chimaeridae' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                მთლიანთავიანების ქვეკლასის (Holocephali subcls.) თევზების რიგი Chimaeriformes ord. აქვთ ხრტილოვანი ჩონჩხი, სარქვლებით დაფარული სალაყუჩე ხვრელები, შიშველი კანი. მამლებს აქვთ მუცლის ჩასაჭიდებელი ორგანოების წყვილი და ასეთივე უჩვეულო ორგანო თავზე. რიგი მოიცავს 3 ოჯახს: Callorhinchidae; Chimaeridae; და Rhinochimaeridae.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Chimaeriformes', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 443 ტერმინი