arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • იქთიოლოგია

                                                                                                                                                                                                Clupeidae - ქაშაყისებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Clupeidae' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ქაშაყისნაირთა რიგის (Clupeiformes ord.) თევზების ოჯახი Clupeidae fam. ძირითადად ზღვის თევზების დიდი ოჯახია. აქვთ გვერდებიდან შებრტყელებული, ერთი რბილსხივიანი ზურგის ფარფლი და ორად გაყოფილი კუდის ფარფლი. ოჯახი მოიცავს მრავალ სარეწაო მნიშვნელობის სახეობას. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, ზომიერ და ტროპიკულ წყლებში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Clupeidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Clupeiformes - ქაშაყისნაირნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Clupeiformes' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სხივფარფლიანთა კლასის (Actinopterygii cls.) თევზების რიგი Clupeiformes ord. ზღვის ან მტკნარი წყლის თევზებია, აქვთ ვერცხლისფერი სხეული და რბილსხივიანი ფარფლები. მუცლის ფარფლები მდებარეობს ქვედა მხარეს, ზურგის ფარფლის საპირისპიროდ. მკერდის ფარფლები სხეულის ღერძის ქვემოთაა განლაგებული. რიგი მოიცავს ისეთ ოჯახებს, როგორიცაა: Chirocentridae, Clupeidae, Denticipitidae, Engraulidae, Pristigasteridae, Sundasalangidae და სხვ.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Clupeiformes', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                Clupeomorpha - კლუპეოიდურნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Clupeomorpha' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                თევზების ზერიგი Clupeomorpha supord., რომელიც მოიცავს ქაშაყისნაირების რიგს (Clupeiformes ord.)

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Clupeomorpha', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

                                                                                                                                                                                                coal-fish - საიდა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'coal-fish' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ვირთევზასებრთა ოჯახის (Gadidae fam.) თევზი Pollachius virens.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Pollachius virens' (26.11.2025), R. Froese, D. Pauly, FishBase

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                coalfish

                                                                                                                                                                                                Cobitidae - ხლაკუნასებრნი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Cobitidae' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'ხლაკუნასებრნი', მ. დემეტრაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 11, 1987, გვ. 487

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კობრისნაირთა რიგის (Cypriniformes ord.) თევზების ოჯახი Cobitidae fam. ძირითადად მცირე ზომის, მტკნარი წყლის თევზებია, რომლებსაც აქვთ წვრილი ქერცლი და უკბილო ყბები. ქვემოთ განლაგებული პირი სულ მცირე სამი წყვილი ულვაშითაა. მრავალი სახეობა მგრძნობიარეა ატმოსფერული პირობების ცვლილების მიმართ. გავრცელებული არიან ძირითადად ევრაზიასა და მაროკოში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Cobitidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 443 ტერმინი