Clupeiformes - ქაშაყისნაირნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Clupeiformes' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება:
სხივფარფლიანთა კლასის (Actinopterygii cls.) თევზების რიგი Clupeiformes ord. ზღვის ან მტკნარი წყლის თევზებია, აქვთ ვერცხლისფერი სხეული და რბილსხივიანი ფარფლები. მუცლის ფარფლები მდებარეობს ქვედა მხარეს, ზურგის ფარფლის საპირისპიროდ. მკერდის ფარფლები სხეულის ღერძის ქვემოთაა განლაგებული. რიგი მოიცავს ისეთ ოჯახებს, როგორიცაა: Chirocentridae, Clupeidae, Denticipitidae, Engraulidae, Pristigasteridae, Sundasalangidae და სხვ.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Clupeiformes', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020