Channidae - გველთავასებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Channidae' (26.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

განმარტება:

ანაბასისნაირთა რიგის (Anabantiformes ord.) თევზების ოჯახი Channidae fam. ტროპიკული, მტკნარი წყლის თევზებია, აქვთ წაგრძელებული სხეული, გველის მსგავსი თავი, ძალიან გრძელი ზურგისა და ანალური ფარფლები, მომრგვალებული კუდისა და მკერდის ფარფლები, ქვედა ყბა ზედაზე წინ არის გამოწეული. დამხმარე სასუნთქი ორგანოები საშუალებას აძლევთ, გარკვეული ხნით წყლის გარეშე გაძლონ. გავრცელებული არიან ტროპიკულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Channidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება