arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • სამხედრო საქმე

                                                                                                                                                                                                kamikaze drone - კამიკაძე დრონი, კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ერთჯერადი გამოყენების დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატი, რომელიც აღჭურვილია ინტეგრირებული ასაფეთქებელი ქობინით და შექმნილია გარკვეული დროით პატრულირებისთვის და მოწინააღმდეგის ობიექტზე შეტევისათვის შემდგომი თვითგანადგურების გზით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'What is a Kamikaze Drone? Definition, Uses & How It Works' (13.05.2026), C. Anderson, DefenseFeeds

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                შეტევა განახორციელა უკრაინული წარმოების FP-1 ტიპის კამიკაძე დრონმა, რომელსაც 100 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბის წაღება შეუძლია.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                loitering munition

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                suicide drone - თვითმკვლელი დრონი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ერთჯერადი გამოყენების დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატი, რომელიც აღჭურვილია ინტეგრირებული ასაფეთქებელი ქობინით და შექმნილია გარკვეული დროით პატრულირებისთვის და მოწინააღმდეგის ობიექტზე შეტევისათვის შემდგომი თვითგანადგურების გზით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'What is a Kamikaze Drone? Definition, Uses & How It Works' (13.05.2026), C. Anderson, DefenseFeeds

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ექსპერტების აზრით, და როგორც უკრაინასა და დასავლეთში მიიჩნევენ, რუსეთის მიერ ირანული წარმოების „თვითმკვლელი დრონების“ გამოყენება იმის ნიშანია, რომ შეიძლება რუსეთს გამოელია საკუთარი წარმოების იარაღი.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                kamikaze drone, loitering munition

                                                                                                                                                                                                დაკავშირებული სიტყვები

                                                                                                                                                                                                First Person View drone - ხედვა პირველი პირისგან ტიპის დრონი / უპილოტო საფრენი აპარატი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სამხედრო დანიშნულების უპილოტო მფრინავი აპარატი, რომელიც აღჭურვილია პირდაპირი ვიდეოგადაცემის სისტემით, რაც ოპერატორს რეალურ დროში აძლევს ფრენისას ხედვის იმიტაციას პირველი პირის პერსპექტივიდან.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'First Person View (FPV)' (13.05.2026), UK Civil Aviation Authority

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ეს არის დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატი, რომელიც იმართება FPV (First Person View ) პრინციპით ანუ "ხედვა პირველი პირისგან", როდესაც გამოიყენება ვირტუალური რეალობის სათვალეები.

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                FPV drone

                                                                                                                                                                                                drone strike - დრონებით თავდასხმა, დრონებით შეტევა, დრონებით იერიში

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სამხედრო ოპერაცია, რომელიც ხორციელდება ერთი ან მეტი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით სამიზნე ობიექტის გასანადგურებლად, დასაზიანებლად ან მისი ფუნქციონირების შესაფერხებლად ცეცხლის გახსნის, საბრძოლო მასალის დისტანციური ჩამოგდების ან სამიზნეზე პირდაპირი შეჯახების გზით.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'What are Drone Strikes?' (13.05.2026), Drone Sales

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                რუსეთის ძალებმა გუშინ ღამით უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანეს – სუმის ოლქში რუსების შეტევას ემსხვერპლა 3 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ერთი ბავშვი.
                                                                                                                                                                                                კრასნოდარის მხარის რეგიონული ხელისუფლების ცნობით, დრონებით თავდასხმა „ტამანის“ პორტზე განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
                                                                                                                                                                                                ვოლნაში მდებარე ნავთობის რეზერვუარებზე დრონებით შეტევა იყო 2023 წლის მაისშიც.
                                                                                                                                                                                                 

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                drone attack

                                                                                                                                                                                                reconnaissance drone - სადაზვერვო დრონი / უპილოტო საფრენი აპარატი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'სახიფათო საჰაერო ინციდენტი შავი ზღვის თავზე' (13.05.2026), ი. ალადაშვილი, კვირის პალიტრა

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც გამოიყენება სამხედრო დაზვერვის მიზნებისთვის, როგორიცაა სამიზნეების იდენტიფიცირება, მონაცემების შეგროვება ან სათვალთვალო ოპერაციების განხორციელება.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'The Reconaissance Drone—Present Weapon With A Future' (13.05.2026), G. Cornelius, U.S Naval Institute

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ორმა რუსულმა გამანადგურებელმა საერთო ჯამში 19 საჰაერო შეტევა მიიტანა ამერიკულ უპილოტოზე, რაც საბოლოოდ სადაზვერვო დრონის ხრახნის დაზიანებითა და მისი ზღვაში ჩავარდნით დამთავრდა.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'სახიფათო საჰაერო ინციდენტი შავი ზღვის თავზე' (13.05.2026), ი. ალადაშვილი, კვირის პალიტრა
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 68 ტერმინი