drone strike - დრონებით თავდასხმა, დრონებით შეტევა, დრონებით იერიში
ტერმინის წყარო:
'ყველაზე დიდი იერიში მოსკოვზე და დრონებით შეტევა უკრაინაში - სიახლეები ფრონტის ხაზიდან' (13.05.2026), ამერიკის ხმა
'Reuters - რუსეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით დარტყმები განხორციელდა' (13.05.2026), ინტერპრესნიუსი
'რუსეთმა უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი' (13.05.2026), პუბლიკა
განმარტება:
სამხედრო ოპერაცია, რომელიც ხორციელდება ერთი ან მეტი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით სამიზნე ობიექტის გასანადგურებლად, დასაზიანებლად ან მისი ფუნქციონირების შესაფერხებლად ცეცხლის გახსნის, საბრძოლო მასალის დისტანციური ჩამოგდების ან სამიზნეზე პირდაპირი შეჯახების გზით.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'What are Drone Strikes?' (13.05.2026), Drone Sales
კონტექსტი:
რუსეთის ძალებმა გუშინ ღამით უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანეს – სუმის ოლქში რუსების შეტევას ემსხვერპლა 3 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ერთი ბავშვი.
კრასნოდარის მხარის რეგიონული ხელისუფლების ცნობით, დრონებით თავდასხმა „ტამანის“ პორტზე განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ვოლნაში მდებარე ნავთობის რეზერვუარებზე დრონებით შეტევა იყო 2023 წლის მაისშიც.
კონტექსტის წყარო:
'რუსეთმა უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი' (13.05.2026), პუბლიკა
'Reuters - რუსეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით დარტყმები განხორციელდა' (13.05.2026), ინტერპრესნიუსი
'რუსეთის კრასნოდარის მხარეში დრონებით შეტევა იყო ტამანის საზღვაო პორტის რაიონზე' (13.05.2026), რადიო თავისუფლება
ინგლისური სინონიმები:
- drone attack