First Person View drone - ხედვა პირველი პირისგან ტიპის დრონი / უპილოტო საფრენი აპარატი

არსებითი სახელი

ტერმინის წყარო:

'ომის აღმოჩენა - როგორ გადაიქცნენ FPV-დრონები "კამიკაძე-მფრინავ ყუმბარმტყორცნელებად' (13.05.2026), ი. ალადაშვილი, კვირის პალიტრა

განმარტება:

სამხედრო დანიშნულების უპილოტო მფრინავი აპარატი, რომელიც აღჭურვილია პირდაპირი ვიდეოგადაცემის სისტემით, რაც ოპერატორს რეალურ დროში აძლევს ფრენისას ხედვის იმიტაციას პირველი პირის პერსპექტივიდან.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'First Person View (FPV)' (13.05.2026), UK Civil Aviation Authority

კონტექსტი:

ეს არის დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატი, რომელიც იმართება FPV (First Person View ) პრინციპით ანუ "ხედვა პირველი პირისგან", როდესაც გამოიყენება ვირტუალური რეალობის სათვალეები.

კონტექსტის წყარო:

'ომის აღმოჩენა - როგორ გადაიქცნენ FPV-დრონები "კამიკაძე-მფრინავ ყუმბარმტყორცნელებად' (13.05.2026), ი. ალადაშვილი, კვირის პალიტრა

ინგლისური სინონიმები:

  • FPV drone
უკან დაბრუნება