Lancet, Lancet drone - "ლანცეტი", "ლანცეტის" ტიპის დრონი / უპილოტო საფრენი აპარატი
არსებითი სახელიგანმარტება
რუსული წარმოების ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც აღჭურვილია ოპტიკურ-ელექტრონული მართვის სისტემით, ინტეგრირებული საბრძოლო ქობინით და განკუთვნილია მაღალი სიზუსტის წერტილოვანი დარტყმების განსახორციელებლად სამიზნის აღმოჩენის, თვალთვალისა და მასთან თვითგანადგურების პრინციპით შეჯახების გზით.
კონტექსტი
ლანცეტი ქირურგიული ორპირა დანაა, რომელიც ოპერაციების დროს გამოიყენება, მაგრამ სწორედ "ლანცეტი" დაარქვეს რუსმა კონსტრუქტორებმა ბარაჟირებად, დისტანციურად მართვად კამიკაძე დრონს, რომელსაც ბოლო თვეებში ძალზე ინტენსიურად იყენებენ რუსი ოკუპანტები უკრაინული სამხედრო ტექნიკის წინააღმდეგ.