loitering munition - ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატი
ტერმინის წყარო:
'თავდაცვის ძალებს გადასცეს საქართველოში დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული რადარები' (14.05.2026), რადიო თავისუფლება
განმარტება:
ინტეგრირებული საბრძოლო ქობინით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც შექმნილია დანიშნულების რაიონში განსაზღვრული დროით პატრულირების („ბარაჟირების“), სამიზნის დამოუკიდებლად ან ოპერატორის დახმარებით შერჩევის და მასზე პირდაპირი დაჯახების გზით განადგურებისათვის.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Loitering munitions preview the autonomous future of warfare' (14.05.2026), Atherton K., Brookings
კონტექსტი:
სასროლეთის სტუმრები WARMATE-ის და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენებს დაესწრნენ, ასევე დააკვირდნენ სტაციონარული და მობილური სახმელეთო რადარების, სადაზვერვო დამრტყმელი კვადროკოპტერებისა და ბარაჟირებადი (კამიკაძე) უპილოტო საფრენი აპარატების გამოცდის პროცესს.
კონტექსტის წყარო:
'თავდაცვის ძალებს გადასცეს საქართველოში დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატები და ამერიკული რადარები' (14.05.2026), რადიო თავისუფლება
ინგლისური სინონიმები:
- loitering drone