kamikaze drone - კამიკაძე დრონი, კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატი
ტერმინის წყარო:
'უკრაინელებს კრემლამდე 6 კილომეტრი დააკლდათ - კამიკაძე-დრონების შეტევა მოსკოვის ცენტრზე' (13.05.2026), ი. ალადაშვილი, კვირის პალიტრა
განმარტება:
ერთჯერადი გამოყენების დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატი, რომელიც აღჭურვილია ინტეგრირებული ასაფეთქებელი ქობინით და შექმნილია გარკვეული დროით პატრულირებისთვის და მოწინააღმდეგის ობიექტზე შეტევისათვის შემდგომი თვითგანადგურების გზით.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'What is a Kamikaze Drone? Definition, Uses & How It Works' (13.05.2026), C. Anderson, DefenseFeeds
კონტექსტი:
შეტევა განახორციელა უკრაინული წარმოების FP-1 ტიპის კამიკაძე დრონმა, რომელსაც 100 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბის წაღება შეუძლია.
კონტექსტის წყარო:
'უკრაინელებს კრემლამდე 6 კილომეტრი დააკლდათ - კამიკაძე-დრონების შეტევა მოსკოვის ცენტრზე' (13.05.2026), ი. ალადაშვილი, კვირის პალიტრა
ინგლისური სინონიმები:
- loitering munition