arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                deficiency in internal control - შიდა კონტროლის ნაკლოვანება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'deficiency in internal control' (15.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ნაკლოვანება, რომელიც იმ შემთხვევაში არსებობს, როდესაც: ა) კონტროლის პროცედურა ისეთნაირად შემუშავდა, დაინერგა ან ფუნქციონირებს, რომ ვერ უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშგების უზუსტობების დროულად თავიდან აცილებას, ან გამოვლენასა და გამოსწორებას; ან ბ) არ არსებობს კონტროლის პროცედურა, რომელიც აუცილებელია ფინანსური ანგარიშგების უზუსტობების დროულად თავიდან ასაცილებლად, ან გამოსავლენად და გამოსასწორებლად.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'შიდა კონტროლის ნაკლოვანება', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 60.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                შიდა კონტროლის ნაკლოვანება, თავისთავად, შეიძლება არ იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ნაკლოვანება. 

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 265, მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირებისა და ხელმძღვანელობის ინფორმირება შიდა კონტროლის ნაკლოვანებების შესახებ (15.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 387.

                                                                                                                                                                                                detection risk - შეუმჩნევლობის რისკი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'detection risk' (15.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                რისკი იმისა, რომ აუდიტორის მიერ აუდიტორული რისკის მისაღებ დაბალ დონემდე შემცირების მიზნით ჩატარებული პროცედურები ვერ გამოავლენს არსებულ უზუსტობას, რომელიც შეიძლება არსებითი იყოს ცალკე აღებული ან სხვა უზუსტობებთან ერთად.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'შეუმჩნევლობის რისკი', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ.60.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                შეუმჩნევლობის რისკი უკავშირდება იმ აუდიტის პროცედურების ხასიათს, ვადებსა და მოცულობას, რომლებსაც განსაზღვრავს აუდიტორი აუდიტორული რისკის მისაღებ დაბალ დონემდე შესამცირებლად.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 200, დამოუკიდებელი აუდიტორის საერთო მიზნები და აუდიტის ჩატარება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (15.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 147.

                                                                                                                                                                                                direct assistance - უშუალო დახმარება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'direct assistance' (15.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                შიდა აუდიტორების გამოყენება აუდიტის პროცედურების ჩასატარებლად, როდესაც შიდა აუდიტორები მუშაობენ გარე აუდიტორის ხელმძღვანელობით, მისი ზედამხედველობით და შიდა აუდიტორების მიერ შესრულებულ სამუშაოს იხილავს გარე აუდიტორი.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'უშუალო დახმარება', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 53

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                გარე აუდიტორმა არ უნდა გამოიყენოს შიდა აუდიტორები უშუალო დახმარებისთვის ისეთი პროცედურების ჩატარებაში, რომლებიც ... აუდიტში მნიშვნელოვანი დონის სუბიექტურ განსჯასა და გადაწყვეტილების მიღებას საჭიროებს.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 610 (გადასინჯული 2013 წელს), შიდა აუდიტორების სამუშაოს გამოყენება (15.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 1035 

                                                                                                                                                                                                educational programme - საგანმანათლებლო პროგრამა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'საგანმანათლებლო პროგრამა', (15.04.2025), საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ (N5366-IIს), მუხლი 3. ტერმინთა განმარტება.

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                პერსონალი იცავს კონფიდენციალობას, როგორც კოლეგებთან, ისე საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მიმართებაში.

                                                                                                                                                                                                educational personnel - საგანმანათლებლო პერსონალი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები საგანმანათლებლო პროცესში (მაგ., აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, სასწავლო პროგრამის კოორდინატორი/ მეთოდისტი და სხვა).

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                საგანმანათლებლო პერსონალი ხელს უწყობს და წაახალისებს ბავშვებს შორის პოზიტიურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას (მაგალითად: ჯგუფში ჩართვა, დამეგობრება, გაზიარება და სხვა).

                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 7537 ტერმინი