deficiency in internal control - შიდა კონტროლის ნაკლოვანება
ტერმინის წყარო:
'deficiency in internal control' (15.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020
განმარტება:
ნაკლოვანება, რომელიც იმ შემთხვევაში არსებობს, როდესაც: ა) კონტროლის პროცედურა ისეთნაირად შემუშავდა, დაინერგა ან ფუნქციონირებს, რომ ვერ უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშგების უზუსტობების დროულად თავიდან აცილებას, ან გამოვლენასა და გამოსწორებას; ან ბ) არ არსებობს კონტროლის პროცედურა, რომელიც აუცილებელია ფინანსური ანგარიშგების უზუსტობების დროულად თავიდან ასაცილებლად, ან გამოსავლენად და გამოსასწორებლად.
განმარტების წყარო:
'შიდა კონტროლის ნაკლოვანება', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 60.
კონტექსტი:
შიდა კონტროლის ნაკლოვანება, თავისთავად, შეიძლება არ იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ნაკლოვანება.
კონტექსტის წყარო:
აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 265, მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირებისა და ხელმძღვანელობის ინფორმირება შიდა კონტროლის ნაკლოვანებების შესახებ (15.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 387.