detection risk - შეუმჩნევლობის რისკი
ტერმინის წყარო:
'detection risk' (15.04.2025), ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ტერმინოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020
განმარტება:
რისკი იმისა, რომ აუდიტორის მიერ აუდიტორული რისკის მისაღებ დაბალ დონემდე შემცირების მიზნით ჩატარებული პროცედურები ვერ გამოავლენს არსებულ უზუსტობას, რომელიც შეიძლება არსებითი იყოს ცალკე აღებული ან სხვა უზუსტობებთან ერთად.
განმარტების წყარო:
'შეუმჩნევლობის რისკი', აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ტერმინების გლოსარი. თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ.60.
კონტექსტი:
შეუმჩნევლობის რისკი უკავშირდება იმ აუდიტის პროცედურების ხასიათს, ვადებსა და მოცულობას, რომლებსაც განსაზღვრავს აუდიტორი აუდიტორული რისკის მისაღებ დაბალ დონემდე შესამცირებლად.
კონტექსტის წყარო:
აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო, ასს 200, დამოუკიდებელი აუდიტორის საერთო მიზნები და აუდიტის ჩატარება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (15.04.2025). თბილისი: ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, 2020, გვ. 147.