arrow
arrow down
checkbox search

                                                                                                                                                                                                risky play - რისკიანი თამაში

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                თამაში, რომელიც ბავშვს სთავაზობს გამოწვევებსა და შესაძლებლობების გამოცდას და არ შეიცავს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                თითოეულ ბავშვს აქვს იმ ტიპის რისკიან თამაშში ჩართვის საშუალება, რომელიც არ შეიცავს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის.

                                                                                                                                                                                                social–emotional development - სოციალურ-ემოციური განვითარება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბავშვის ხელშეწყობა, განივითაროს ის უნარები, რომელიც სჭირდება პოზიტიური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად როგორც გარშემომყოფებთან, ისე საკუთარ თავთან, იმისათვის, რომ შეიცნოს საკუთარი თავი, ისწავლოს საკუთარი ემოციების, იმპულსებისა და ქცევის მართვა, ისწავლოს თანამშრომლობა და სხვა.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                კურიკულუმი უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის წინსვლას განვითარების ყველა სფეროში (ფიზიკური და სენსორული განვითარება, სოციალურ-ემოციური განვითარება…

                                                                                                                                                                                                cognitive development - კოგნიტური განვითარება, შემეცნებითი განვითარება

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გულისხმობს მოსწავლის აზროვნების, შემეცნებითი თუ განსჯითი უნარებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'კოგნიტური განვითარება' (15.04.2025), ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                სტანდარტის მიზნებია: … ბავშვის კოგნიტური განვითარებისა და სკოლისათვის მომზადების უზრუნველყოფა.

                                                                                                                                                                                                კომენტარი

                                                                                                                                                                                                ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორია კოგნიტიური.

                                                                                                                                                                                                self-expression - თვითგამოხატვა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გულისხმობს ადამიანის უნარს, სწორად გაიგოს საკუთარი განცდები და სათანადოდ გამოხატოს საკუთარი თავი, დამოკიდებულებები და გრძნობები.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ბავშვი ინტერესდება ვიზუალური ხელოვნებით და იყენებს მას თვითგამოხატვისთვის.

                                                                                                                                                                                                child with special educational needs - სპეციალური / განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვი, სსმ ბავშვი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვი', (15.04.2025), საქართველოს მთავრობის დადგენილება №488 ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ, დანართი 1, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, მუხლი 1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების რეგულირების სფერო და მიზნები.

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი, რომელიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლობს, რადგანაც განსაკუთრებული და სპეციფიკური საგანმანათლებლო საჭიროებები აქვს. განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში ინკლუზიური განათლების ერთერთი მთავარი ამოცანაა.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები' (15.04.2025), სამოქალაქო განათლების ლექსიკონი

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიერ ინდივიდუალური სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმართვის უზრუნველყოფა თითოეულ ბავშვთან, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                საქართველოს მთავრობის დადგენილება №488 ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ, დანართი 1, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, მუხლი 1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების რეგულირების სფერო და მიზნები.
                                                                                                                                                                                                სულ დამატებულია 7540 ტერმინი