child with special educational needs - სპეციალური / განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვი, სსმ ბავშვი

არსებითი სახელი

ტერმინის წყარო:

'სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვი', (15.04.2025), საქართველოს მთავრობის დადგენილება №488 ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ, დანართი 1, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, მუხლი 1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების რეგულირების სფერო და მიზნები.

განმარტება:

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი, რომელიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლობს, რადგანაც განსაკუთრებული და სპეციფიკური საგანმანათლებლო საჭიროებები აქვს. განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში ინკლუზიური განათლების ერთერთი მთავარი ამოცანაა.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები' (15.04.2025), სამოქალაქო განათლების ლექსიკონი

კონტექსტი:

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიერ ინდივიდუალური სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმართვის უზრუნველყოფა თითოეულ ბავშვთან, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან.

კონტექსტის წყარო:

საქართველოს მთავრობის დადგენილება №488 ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ, დანართი 1, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, მუხლი 1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების რეგულირების სფერო და მიზნები.

უკან დაბრუნება