Ciconiidae - ყარყატისებრნი, ლაკლაკისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი'ყარყატისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 164
განმარტება
ყარყატისნაირთა რიგის (Ciconiiformes ord.) დიდი ზომის, გრძელკისრიანი, წყლის პირას ბინადარი ფრინველების ოჯახი Ciconiidae fam. აქვთ ძლიერი ნისკარტი და გრძელი ფეხები, ფრთები გრძელი და განიერია. ბინადრობენ ღია, ხშირად დაჭაობებულ ადგილებში და ბუდეებს კოლონიებად იკეთებენ ხეებზე ან შენობებზე. გავრცელებული არიან თითქმის მთელ მსოფლიოში.