Paridae - წივწივასებრნი, წიწკანასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი'წივწივასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 174
განმარტება
ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) მცირე ზომის ფრინველების ოჯახი Paridae fam. აქვთ მოკლე, მომრგვალებული ფრთები, მოკლე კუდი და პატარა, ძლიერი ნისკარტი. ბინადრობენ ტყეებსა და ბაღებში. იკვებებიან მწერებით, თესლებითა და კაკლისებრი ნაყოფებით. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკაში, აზიაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში.