Paridae - წივწივასებრნი, წიწკანასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'chickadees' (16.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'წივწივასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 174
განმარტება:
ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) მცირე ზომის ფრინველების ოჯახი Paridae fam. აქვთ მოკლე, მომრგვალებული ფრთები, მოკლე კუდი და პატარა, ძლიერი ნისკარტი. ბინადრობენ ტყეებსა და ბაღებში. იკვებებიან მწერებით, თესლებითა და კაკლისებრი ნაყოფებით. გავრცელებული არიან ევროპაში, აფრიკაში, აზიაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Paridae', A Dictionary of Zoology, Oxford University Press, 2020
ინგლისური სინონიმები:
- chickadees,
- tits