Cinclidae - წყლის შაშვისებრნი
ტერმინის წყარო:
'Cinclidae' (17.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'წყლის შაშვისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 175
განმარტება:
ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Cinclidae fam. ყავისფერი, რუხი ან შავი, შაშვის მსგავსი ფრინველებია. აქვთ მოკლე კუდი, გრძელი, მტკიცე ფეხები და მკვრივი, წყალგაუმტარი ბუმბული. ბინადრობენ სწრაფ ნაკადულებთან, კარგად ცურავენ, ყვინთავენ და დადიან წყალქვეშ. იკვებებიან წყლის მწერების მატლებით, კიბოსნაირებითა და თევზებით. გავრცელებული არიან ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აზიაში, ასევე ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Cinclidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020