Ciconiidae - ყარყატისებრნი, ლაკლაკისებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Ciconiidae' (16.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ყარყატისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 164

განმარტება:

ყარყატისნაირთა რიგის (Ciconiiformes ord.) დიდი ზომის, გრძელკისრიანი, წყლის პირას ბინადარი ფრინველების ოჯახი Ciconiidae fam. აქვთ ძლიერი ნისკარტი და გრძელი ფეხები, ფრთები გრძელი და განიერია. ბინადრობენ ღია, ხშირად დაჭაობებულ ადგილებში და ბუდეებს კოლონიებად იკეთებენ ხეებზე ან შენობებზე. გავრცელებული არიან თითქმის მთელ მსოფლიოში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Ciconiidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

ინგლისური სინონიმები:

  • storks
უკან დაბრუნება